ხობის მცხოვრებლები არიან გლდანში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაცვლილები

  • თბილისში, გლდანში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაცვლილი ოჯახი, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონიდანაა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

“თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები შანიძეების ოჯახის ხუთი წევრის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახს და ახლობლებს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.