შავღელეში ძლიერმა ქარმა 20-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა

სამეგრელოში წუხელ ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში იმყოფებოდა, სადაც წუხელ ძლიერმა ქარმა ოცამდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მათ შორის ერთი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მოხდა ზარალის აღწერა და მოსახლეობის დახმარება მყისიერად განხორციელდება.  უწყების ცნობით,...

სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა სახლები დააზიანა და მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და სავარგულები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაზიანებულია 20-მდე საცხოვრებელი...