შავღელეში ძლიერმა ქარმა 20-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა

სამეგრელოში წუხელ ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის გადასახური მასალის გადაცემა მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში იმყოფებოდა, სადაც წუხელ ძლიერმა ქარმა ოცამდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მათ შორის ერთი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მოხდა ზარალის აღწერა და მოსახლეობის დახმარება მყისიერად განხორციელდება.  უწყების ცნობით,...

ხობში სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის სპეციალური კომისია ადგილზე სწავლობს მდგომარეობას და ითვლის ზარალის მოცულობას. 11 სექტემბერს სოფელ ზუბში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახლები და სავარგულები. ხე დაეცა სატვირთო მანქანას....

ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახლები და სავარგულები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხე დაეცა სატვირთო მანქანას. ამ დროისთვის სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ადგილზე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. წაქცეული ხეებისგან...

ხობმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა რამდენიმესახლის პირველ სართულზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება არხები. ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობა....