ნოჯიხევში დევნილთა დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში-აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 25 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს. ინფორმაციისთვის: წყლის სისტემის პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ განახორციელეს.

პატარა ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად ხორციელდება. უწყების ცნობით, პატარა ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელი, ოთხკილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2 918 848 ლარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პატარა ფოთისა და ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს...

ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად - ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 1100-მეტრიანი წყალშემკრები არხი. ახალსოფელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. სამელიორაციო...

ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. არსებულ ორკილომეტრიან მონაკვეთზე აქამდე მხოლოდ გრუნტის გზა იყო. ახალი გზის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარამდე გამოიყო, გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემაც. მიმდინარე პოცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მერთან დავით ბუკიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საგზაო ინფრასტრუქტურის...

14 მარტს, “პატარა სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება

14 მარტს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში გაიმართება ქორეოგრაფიული ანსამბლის, „პატარა სუხიშვილების“ კონცერტი. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

ხობის მერმა მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს - ლულა ჯიქიას, ნათელა ხუნწარიას და ნათელა ალექსანდრიას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხუცეს ქალბატონებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ.

ხობში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ხობში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნურსაფარიანი მოედნის, განათების, ტრიბუნების და ელექტრო ტაბლოს მოწყობა. აშენდება ფეხბურთელთა გასახდელი შენობა და კეთილმოეწყობა ეზო. "სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერის...

გუბერნატორი დღეს მოქალაქეებს ხობში შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ახალი ინიციატივის შესაბამისად მოქალაქეების მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს ხობში გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, საჯარო მმართველობის საკითხებში კონსულტანტი დავით გვიშიანი და ხობის მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ. უწყებსი ცნობით, მოქალაქეთა მიღებები პერმანენტულად სამეგრელო-ზემო...

მერია-ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენის სასერგიოს უბანში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, ხოლო ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი ჯებირის მოწყობა მიმდინარეობს. საჯიჯაოში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მერია აწარმოებს, ხოლო ყულევში პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.