- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას ხსოვნის უკვდავსაყოფად საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა.
დაძაბულ სპორტულ დაპირისპირებაში პირველობის გამარჯვებული შუა ხორგის გუნდი გახდა, ხოლო საპატიო მეორე ადგილი ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.
ფინალურ შეხვედრას და ტურნირის დასკვნით ეტაპს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით გაიმართა.

