სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა

ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ღონისძიებაზე 2026 წლის ხობის საპატიო მოქალაქეების, ღვაწლმოსილი პედაგოგების და მერის სტიპენდიატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: მზისადარ გელანტიას, კორნელი კემულარიას, ირაიდა ფაციას, ვალერიან შიუკაშვილს...

“ჩემი პირველი ნერგი” ხობში: პირველკლასელებმა ხის ნერგები დარგეს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პირველკლასელმა მოსწავლეებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, ხის ნერგები დარგეს. პირველკლასელებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოზე ზრუნვისა და...

29 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიება “მე მიყვარს ხობი” გაიმართება

29 ოქტომბერს, ხობის ცენტრალურ პარკში სადღესასწაულო ღონისძიება "მე მიყვარს ხობი" გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14:00 - სპორტული აქტივობები 14:30 - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა 15:00 - ბავშვთა ნახატების გამოფენა 17:00 - ხობის საპატიო მოქალაქეების, განათლების სფეროში მოღვაწე პირებისა და მერის სტიპენდიატების დაჯილდოება 18:00 - ანსამბლ „ალილოს” კონცერტი 19:30 - ჯგუფ „რეგიონის“...

სოფელ გაშფერდში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაშფერდში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის ხიდი, ეზოებთან მისასვლელები, სანიაღვრე არხი, საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია ადგილზე გაეცნენ. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის...

20-დან 22 ოქტომბრამდე საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილო მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე –...

21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს...

დევნილთა ფულად კომპენსაციაზე განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და სააარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია და ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი...

ხობში პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში მწერლებთან საჯარო შეხვედრა გაიმართება. პროექტის ფარგლებში ლიტერატურის მოყვარულები ცნობილ ავტორებს - ელა გოჩიაშვილს, ნატა ვარადას, ეთო მონასელიძესა და ირაკლი ჯაფარიძეს შეხვდებიან. მწერლები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ და ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართება.

დევნილები ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღებას შეძლებენ – 10 000 ლარი თითო წევრზე

თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც არ აქვს მიღებული ბინა ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, ბინის ნაცვლად, ფულადი კომპენსაცია მიიღოს. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი. ფულადი...

ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო

ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 232 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოების ფარგლებში, მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და სკამები, მოეწყო სტადიონის ღობე.