- 19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში მწერლებთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.
პროექტის ფარგლებში ლიტერატურის მოყვარულები ცნობილ ავტორებს – ელა გოჩიაშვილს, ნატა ვარადას, ეთო მონასელიძესა და ირაკლი ჯაფარიძეს შეხვდებიან. მწერლები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ და ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართება.

