პირველი დეკემბრიდან “მწვანე პასპორტები” ამოქმედდება

პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი არეალი. რას ნიშნავს მწვანე პასპორტი. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის...

ირაკლი ღარიბაშვილი – პენსიონერი რომელიც ერჯერადი ვაქცინას გაიკეთებს, 200 ლარს მიიღებს

200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება-ირაკლი ღარიბაშვილი

ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, გადახედილი იქნება და ყოველთვიური დანამატი...

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.