პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვეტერინარული კლინიკის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და რეგისტრაციის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და...
ხობში ილია ჭავჭავაძის მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა
ქალაქ ხობში ილია ჭავჭავაძის მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდა ღობე, მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა მემორიალი და დამონტაჟდა განათების სისტემა. მემორიალის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
“ხობი ჩემი თვალით”
ახალგაზრდული საბჭო აცხადებს პოსტერების კონკურსს "ხობი ჩემი თვალით” კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, საკუთარი ხედვით უნდა წარმოაჩინონ ხობის მუნიციპალიტეტის უნიკალურობა, კულტურა, ბუნება, ისტორია და ის, რაც მათთვის ხობს განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. მონაწილეებმა პოსტერის საშუალებით უნდა გადმოსცენ, თუ როგორ ხედავენ ხობს. ნამუშევარში შეიძლება აისახოს: ხობის ბუნება და ლანდშაფტები; ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა; ტრადიციები...
ჭალადიდში და ზემო ქვალონში მინი სტადიონების რეაბილიტაცია განხორციელდა
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონების რეაბილიტაცია განხორციელდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინორმაციით, პროექტის შესაბამისად - მოეწყო განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი, მოწესრიგდა ღობე და გულშემატკივართა განთავსების სივრცე. უწყების ცნობით, პროექტების სახელშეკრულებო ღირებულებამ 170 102 ლარი შეადგინა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. ინფორმაციითვის: მიმდინარე წელს მერია...
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ...
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საარჩევნო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა,საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს. „თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ,...
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მისი თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია – საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ს შეადგენს. „კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე....
საინფორმაციო ბრიფინგი
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრა. „სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდიდეთ ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის – ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც, თავის...
საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 10:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ...
საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია
დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა. დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული...










