საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ,,ფაიზერით” ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების...

3 868 ადამიანი აიცრა 2 ნოემბერს

3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6 პროცენტია, სრულად კი ვაქცინირებულია 944 520 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1 პროცენტია. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი. 

25 ოქტომბერს აიცრა 4 927 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 955 943 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 026 989 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 36.1 %. სრულად ვაქცინირებულია 928 081 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 32.5%. 25 ოქტომბერს აიცრა 4 927 ადამიანი.

საქართველოში მოსახლეობის 35.6 % ვაქცინირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 914 269 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %. სრულად ვაქცინირებულია 902 660 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 31.6%. 17 ოქტომბერს აიცრა 2 260 ადამიანი.

საქართველოში ვაქცინირებულია მოსახლეობის 35.3 %

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 889 200 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %. სრულად ვაქცინირებულია 884 902 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31.0%. 12 ოქტომბერს აიცრა 6 837 ადამიანი.

კორონავირუსის 4837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1586 პირი. გუშინ, საქართველოში 49 386 ტესტი ჩატარდა. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა – 171, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 257, შიდა ქართლი – 298, გურია –...

11 ოქტომბერს აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %. სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი-მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %. 11 ოქტომბერს აიცრა 6 817 ადამიანი.

13 სექტემბრიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.

ვაქცინაცია მიმდინარეობს ხობის ევექსის კლინიკაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდ ვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინაცია მიმდინარეობს ხობის ევექსის კლინიკაში (მის: ჭყონდიდელის №2) ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო...

ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 22

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22,  ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.