ხორგა-ყულევის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მათივე ცნობით, უხვი ნალექის გამო, დღეს, დილით აღნიშნული გზის მონაკვეთზე მდინარე ხობისწყალის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის შედეგად, საავტომობილო გზა დაიტბორა და დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

სოფელ კუთხენოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხენოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად 1.7 - კილომეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გაბიონი, ბეტონის არხი და რკინის ცხაურები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "ბილდინგ გრუპ17" აწარმოებს.