ხობში სამოქალაქო ბიუჯეტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ ფარგლებში ახალგაზრდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის კოორდინატორმა ნანა გოგოხიამ შეხვედრის მონაწილეებთან სამოქალაქო ბიუჯეტის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მომხსენებლის განმარტებით ხობის მუნიციპალიტეტში დაწყებულია სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის პროცესი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის...

ხობში სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა და წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის სპეციალური კომისია ადგილზე სწავლობს მდგომარეობას და ითვლის ზარალის მოცულობას. 11 სექტემბერს სოფელ ზუბში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა სახლები და სავარგულები. ხე დაეცა სატვირთო მანქანას....

სოფელ კუთხენოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხენოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად 1.7 - კილომეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გაბიონი, ბეტონის არხი და რკინის ცხაურები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "ბილდინგ გრუპ17" აწარმოებს.