ხობში სამოქალაქო ბიუჯეტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ ფარგლებში ახალგაზრდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის კოორდინატორმა ნანა გოგოხიამ შეხვედრის მონაწილეებთან სამოქალაქო ბიუჯეტის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მომხსენებლის განმარტებით ხობის მუნიციპალიტეტში დაწყებულია სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის პროცესი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის...

16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 589 024​ აცრაა ჩატარებული

16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 589 024​ აცრა ჩატარდა,-ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მათივე ცნობით, 15 სექტემბერს აიცრა 25 150 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.61%, ბოლო შვიდი დღის – 7.32%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 587 551 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 551 780 გამოჯანმრთელდა, 8347 კი გარდაიცვალა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.

სუსი-ენგურის ხიდზე გადაადგილება ე.წ. ნებართვის მქონე ყველა პირისთვის შესაძლებელია

„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი-ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების...