15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა

ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამომრჩევლის აქტივობის კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მცხეთა-მთიანეთშია 26,9%.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს, 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური  5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ცენტარლური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის – მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი...

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს

საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. ცესკოს ინფორმაციით, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. “ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ...

ცესკო-თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. “შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის; მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1830 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი;...

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.