პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს, 24:00 საათზე სრულდება. აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე – vet.ge – შეუძლიათ. 2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის გაიზარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შეთავაზებული ადგილების რაოდენობაც. ქვეყნის მასშტაბით, აპლიკანტებისთვის ჯამში 22 317 ადგილია განსაზღვრული, რაც პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ...

“სპორტი ყველასათვის”

ხობში ტრადიციული სპორტული ფესტივალი - "სპორტი ყველასათვის" გაიმართა, რომელშიც, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 400 მოსწავლე მონაწილეობდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენში გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. სპორტული ფესტივალი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერითა და საქართველოს...

ხობში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 7 ოქტომბერს, ხობის საექიმო ამბულატორიაში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს კიბოს საშვილოსნოს ყელის კიბოს პროსტატის არტერიული ჰიპერტენზიის B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები. გამოკვლევები,...

მეორადი ჩარიცხვები 2026: პროგრამების არჩევა 5 ოქტომბრიდან იწყება

2026 წლის აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა. „მეორად ჩარიცხვაში...

ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. "სოფელ თორსა-დღვაბაში, ოქროს საწმისის უბანში არსებულ არხში, მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს კობრისა და კარჩხანას სახეობის თევზი. ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ელექტროიარაღი...

საქართველოში 3 ოქტომბრამდე დროგამოშვებით ნალექი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის...