ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო

  • ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 232 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოების ფარგლებში, მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და სკამები, მოეწყო სტადიონის ღობე.