საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბრის დღის ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, 22 ნოემბერს მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა...

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.