ხობის საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე, ხობის „კოლხეთის“ ვეტერანი ფეხბურთელის და გუნდის უფროსის, პაატა თათარიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფეხბურთში. ტურნირის გამარჯვებული ფოთის საფეხბურთო სკოლა გახდა, მეორე ადგილი მარტვილის აკადემიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ხობის „კოლხეთი“ გავიდა. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია
ხობელმა მკლავჭიდელებმა ინდოეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს
ინდოეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი ჩამოიტანეს. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული საბა დანელიამ მოიპოვა. ოქროს მედლის გარდა, საბამ ბრინჯაოს ორი მედალი დაისაკუთრა – როგორც ახალგაზრდულ, ისე უფროსების (დიდების) კატეგორიაში. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა კიდევ ერთი ხობელი სპორტსმენი გოჩა...


