16 ნოემბერს, 11:00 საათიდან, ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „ცენტრალური სისხლის დაწესებულების“ ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. აქციის მთავარი დევიზია: „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“. მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. N187 (ხობის კულტურის სასახლის ფოიე).

