- ქალაქ ხობში, კოლხეთის ქუჩაზე მდებარე N6 და N7 საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და პროექტების საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ 158 475 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ხობში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების განახლების პროგრამის ფარგლებში, ჯამში უკვე 17 კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა.

