საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი 20 ივლისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე. “საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების...

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ 23 სტრუქტურულ ერთეულში. რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ბავშვის დაბადების მოწმობა (2 ეგზემპლარი); ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრების მითითებით); შშმ ბავშვის შემთხვევაში, ფორმა №IV-100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაღში ჩართვის...

ხობში ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამაზე იმსჯელეს

პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვეტერინარული კლინიკის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და რეგისტრაციის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და...

14-16 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის სესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...

საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა

ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა. სასურსათო...

ჯონი ხეცურიანის მორიგი წარმატება

ხობელმა სპორტსმენმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 72 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ინფორმაციისთვის: საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

ხობში ილია ჭავჭავაძის მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ ხობში ილია ჭავჭავაძის მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდა ღობე, მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა მემორიალი და დამონტაჟდა განათების სისტემა. მემორიალის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

“ხობი ჩემი თვალით”

ახალგაზრდული საბჭო აცხადებს პოსტერების კონკურსს "ხობი ჩემი თვალით” კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, საკუთარი ხედვით უნდა წარმოაჩინონ ხობის მუნიციპალიტეტის უნიკალურობა, კულტურა, ბუნება, ისტორია და ის, რაც მათთვის ხობს განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. მონაწილეებმა პოსტერის საშუალებით უნდა გადმოსცენ, თუ როგორ ხედავენ ხობს. ნამუშევარში შეიძლება აისახოს: ხობის ბუნება და ლანდშაფტები; ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა; ტრადიციები...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 29 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ

2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო პროცედურები 26-დან 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა სასურველი არჩევანი მხოლოდ ერთ პროგრამაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge უნდა დაადასტურონ. „აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ...