ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წამახალისებელი პროგრამები გააცნეს

  • საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წამახალისებელი პროგრამები გააცნეს.

კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის თებერვალში გაგრძელება და 50 წლის ასაკის ზემოთ ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებისთვის 100 ლარიანი დახმარების განხორციელება იმუნიზაციის ტემპს კიდევ უფრო გაზრდის. შეხვედრაზე ხობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა საბახტარაშვილი ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.