ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 305 პირველკლასელი ჩაირიცხა

  • დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 305 პირველკლასელი ჩაირიცხა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.

საჯარო სკოლების პირველკლასელ მოსწავლეებს სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერები (ნეტ-ბუკი) გადაეცათ.