მერია-ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამშენებლო მასალები ურიგდებათ

  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის გადასახური მასალის და ავარიული სახლის გასამაგრებლად-ცემენტის და ბლოკის გადაცემა მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 124148 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები 48 ოჯახს გადაეცემა.

„აღნიშნული პროგრამით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან გამაგრებას, მერია სამშენებლო მასალებით ეხმარება“, – აცხადებენ ხობის მერიაში.