“ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა

  • ხეთის მანდარინს“ გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა. ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა სახელმწიფოს მიერ დადასტურდა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

„ხეთის მანდარინი“ გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. რეგისტრაციაზე განაცხადით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ-„საქპატენტს“ ასოციაცია „ხეთის მანდარინმა“ მიმართა.

სპეციფიკაციების მიხედვით „ხეთის მანდარინი“ ოქროსფერ-ყვითელია, რომელიც სიმწიფესთან ერთად გადადის ნარინჯისფერში. აქვს განსაკუთრებული გემო: გამახალისებელი მომჟავო-მოტკბო, დაბალანსებული შაქრიანობა მჟავიანობის თანაფარდობით და მკაფიოდ გამოხატული არომატით.

ხეთის მანდარინის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი განპირობებულია რიგი ფაქტორებით. ციტრუსოვანთა ბაღები გაშენებულია ურთის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 30-80 მეტრ სიმაღლეზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *