პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

  • დღეს, საახალწლო ღონისძიება ხობში ტარდება. მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ხობში საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწო. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

დღის განმავლობაში იმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. სარამოს კი ხობელების წინაშე ჯგუფი ბანი და ღამის შოუს ბენდი წარსდგებიან. საახალწლო ღონისძიება ხობში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება . ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *