საქართველოში კორონავირუსის ​2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის ​2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 838 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო შვიდი დღის – 7.21%, ბოლო 14 დღის – 7.46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 589 727 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 554 618 გამოჯანმრთელდა, 8 390 კი გარდაიცვალა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა – 134, იმერეთი – 357, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 138, გურია – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 236, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *