ხობში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ტრადიცია, ოჯახური სიწმინდე და ძალადობის მიუღებლობა“.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სასულიერო პირები, საჯარო მოხელეები და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის აღმოფხვრის პროცესში ეკლესიის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

ცნობისთვის, 16-დღიანი გლობალური კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.