მდ.ხობისწყალზე 2 სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

  • ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, სოფლების – გაღმა და გამოღმა ქარიატას დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა.

სავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი ფოლადრკინაბეტონის ხიდი, რომლის სიგრძე 116 მეტრს შეადგენს, ტროტუარის სიგანე კი 1.5 მეტრია.

უწყების ცნობით, ახალი ხიდი ორ მჭიდროდდასახლებულ სოფელს დააკავშირებს ერთმანეთთან და მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,7 მლნ. ლარით დაფინანსდა.