- 26 მაისს, ქალაქ ხობში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:
12:00-14:00 საათი – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალი და სპორტულ პირველობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება – ცენტრალური სტადიონი.
15:00-16:00 საათი – საბავშვო გასართობი სივრცე – ბავშვების ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა;
ახალგაზრდული აქტივობები; სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, ნარდსა და შაშში-ცენტრალური პარკი.
16:00 საათი – კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით – კულტურის სასახლის დიდი დარბაზი.
17:10 საათი – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
17:20 საათი – ანსამბლ “გორდელას” კონცერტი – ცენტრალური პარკი.
20:00 – ფოიერვერკი.

