9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა

  • დღეს, ქალაქ ხობში, 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს.

ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზ კირიონ დარასელიამ სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინა.

თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მისი სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.