13 ივნისის სტიქიიდან 7 წელი გავიდა

  • 2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ ორი ხობელი ახალგაზრდის – ინდირა და ლიზი ზარანდიების სიცოცხლე შეიწირა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.

2015 წელს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.