ხობში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

  • ხობის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და თოვლისგან იწმინდება გზის სავალი ნაწილი.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გზებზე არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მის პირველ მოადგილესთან, რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო.

უწყების ცნობით, ელექტროენერგია არ მიეწოდება საჯიჯაოს, გაღმა საჯიჯაოს და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებს. ადგილზე მობილიზებულია “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები და ადმინისტრაციულ ერთეულებს ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს დროში აღუდგებათ.