ხობში ორსართულიანი სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

ხობში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N23-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 76935 ლარია.

ხობის მუსამუშაოებს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მათე 2012“ აწარმოებს.

სახურავი ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

მიმდინარე წელს, ასევე გადაიხურება ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის ქუჩა N212-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.