ხობის მუნიციპალიტეტში ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საჯაიების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში მამა-შვილი იმყოფებოდა, თუმცა მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს.