ხობის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი ახალი კონტეინერები გადაეცათ

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი კონტეინერების მიწოდება დაიწყო.

პირველ ეტაპზე, 440 კონტეინერი ხობისა და წალენჯის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები პროექტ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში, დამატებით ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით აღიჭურვებიან სხვადასხვა ზომის კონტეინერებით, ურნებით, სპეციალური მანქანებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.