ხობის მერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ხიბის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები ნოჯიხევის, საჯიჯაოს, გაღმა საჯიჯაოს და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების დროის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://slr.napr.gov.ge/uploads/gegmagrafiki.pdf