ხობელი მოჭადრაკის წარმატება

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე “ბათუმის მერიის თასი – 2022“ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოჭადრაკემ, ლიკა ჭანტურიამ (მწვრთნელი: ირაკლი გეთია) Open – B კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო ტურნირზე 8 ქვეყნის 200 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, ბათუმის მერიის და საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ორგანიზებით ჩატარდა.