ხობელი ვახტანგ ლოლუა 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

  • ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (52 კგ. ).

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობელმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი აიხან ჯავადოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.