შეზღუდვები, რომელიც 1 მარტიდან იხსნება

  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%.

1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული. ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე). იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი.

ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე.

რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები.

კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);• დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად);• უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა.

სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით – დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან – 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში – ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება.

1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.

უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება. უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება.უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა.

4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება – ღონისძიების საერთო ფართის 60%-იანი დატვირთვით. 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.