ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოწესრიგდება სანიაღვრე არხები.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებს.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.