“მერკურმა” მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ასოციაცია „მერკურის“ ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით „ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ; ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და ასოციაცია „მერკურს“ შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.