ირაკლი ღარიბაშვილი – ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს

  • საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე ჩვენც საკუთარ ხორბალს, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, ვფიქრობ, იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე ჩვენც საკუთარ ხორბალს ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზებული და აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად შექმნილი“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.