ხობში, სპექტაკლის “უცნობი ქალის” პრემიერა შედგა

  • დღეს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, “ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან” არსებული ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლის – “უცნობი ქალი” პრემიერა შედგა.

რეჟისორმა მანანა შამათავამ სპექტაკლი ინგლისელი მწერლის, ჰერბერტ ბეიტსის ნაწარმოების, “ველური ალუბლის ხის“ მიხედვით დადგა.

სპექტაკლს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.