- ქალაქ ხობში ილია ჭავჭავაძის მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდა ღობე, მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა მემორიალი და დამონტაჟდა განათების სისტემა.
მემორიალის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

