ხობში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაგეგმილი დასახლების კრებები და მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.

ხობის ,მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კრებებსა და კონსულტაციებზე მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით 52 პრიორიტეტული პროექტი შეარჩია.