- ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, პროექტის შესაბამისად – ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3.3- კილომეტრიანი წყალშემკრები არხი.
უწყების ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება წყალშემკრები არხის გამტარუნარიანობა და გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა.
სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.