შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცეს

  • ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიულოცა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა, ზურაბ ტარიელაძემ აღავლინა.

ინფორმაციისთვის: ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული სამი დღე გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.