„მუსიკალური საღამო“ გაიმართა

  • ხობში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მუსიკალური საღამო“ გაიმართა, რომელიც კონცერტით დასრულდა.

მუსიკალურ საღამოში მონაწილეობა ქართული ესტრადის მომღერლებმა მიიღეს.

ცენტრალურ პარკში მაყურებლის წინაშე ,,თბილისური კვარტეტი”, „ქართული ხმები“, „ჩვენი კვარტეტი“, ნათია პერანიძე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნინო გულიაშვილი, ლიკა დოლიძე და „ლაიქ ბენდი“ წარდგნენ.

მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცეები, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მერთან დავით ბუკიასთან ერთად დაესწრო.