- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მდინარე ცივში – 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მეზობლები და ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენჰ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

